Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

XIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა კრიზისების ეპოქაში: წესრიგის რეორგანიზაცია და სოციალურ-პოლიტიკური ტრანსფორმაცია"

2026 წლის 25-26 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება XIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა კრიზისების ეპოქაში: წესრიგის რეორგანიზაცია და სოციალურ-პოლიტიკური ტრანსფორმაცია.“

დაჩქარებული გლობალური ტრანსფორმაციის კონტექსტში საზოგადოებაზე სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს კრიზისები: გეოეკონომიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური გაურკვევლობა, გარემოსდაცვითი გამოწვევები, ტექნოლოგიური რღვევები და ცვალებადი სოციალური სტრუქტურები. ეს პროცესები მოითხოვს განახლებულ თეორიულ რეფლექსიასა და ინოვაციურ მეთოდოლოგიურ მიდგომებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში. კონფერენციის მიზანია, შექმნას ინტერდისციპლინური პლატფორმა, სადაც განხილული იქნება, როგორ გარდაქმნის კრიზისები სივრცით კონფიგურაციებს, სოციალურ ურთიერთობებსა და პოლიტიკურ წესრიგს ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სხვადასხვა მიმართულებიდან.

კონფერენციის ენა და ფორმატი

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. იმუშავებს როგორც პირისპირი, ისე დისტანციური (ონლაინ) სექციები.

კონფერენციის აბსტრაქტები გაივლის რეცენზირებას და გამოქვეყნდება ელექტრონულად. ავტორებს, ასევე, ექნებათ საშუალება, მოხსენებები სტატიების სახით გამოსაქვეყნებლად გამოგზავნონ Google Scholar-ში ინდექსირებულ ჟურნალში „გარემო და საზოგადოება (es.tsu.ge).“

რეგისტრაცია

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მისამართზე: 

https://forms.gle/Bs8m7bqF4wXdP7qa7

მნიშვნელოვანი თარიღები

კონფერენციის გამოცხადება: 26 თებერვალი 2026 წელი

აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 14 აპრილი, 2026 წელი

აბსტრაქტის შერჩევის ვადა: 22 აპრილი, 2026 წელი

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 25-26 ივნისი, 2026 წელი

სტატიების გაგზავნის ვადა (არასავალდებულო): 27 სექტემბერი, 2026  წელი

მოსაკრებელი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობა უფასოა.

თარიღი: 26/02/2026